27 წლის კალათბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
Aa
Aa

27 წლის კალათბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

27 წლის ნიგერიელი კალათბურთელი, მაიკლ ოჯო გულის შეტევით გარდაიცვალა. Eurohoops-ის ინფორმაციით, „ცრვენა ზვეზდასა“ და ფმპ-ს ყოფილი მოთამაშე ბელგრადში, „პარტიზანთან“ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და სირბილისას გულის შეტევა დაემართა.

აფრიკელი ცენტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკაში მიყვანისას მას სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

Eurohoops-ის მიხედვით, სერბეთში გატარებული პერიოდისას ოჯოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა და არც გული აწუხებდა.

ნიგერიელმა კალათბურთელმა პროფესიონალურ დონეზე თამაში 2017 წელს დაიწყო. მანამდე კი „ფლორიდა სტეიტში“ ასპარეზობდა. ოჯოს პირველი გუნდი სერბული ფმპ იყო, სადაც მან 1 წელი გაატარა. 2018 წელს იგი „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა და ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული და სერბეთის ჩემპიონი გახდა. იგი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები