„ნიდერლანდებში ან ესპანეთში თამაშს ვისურვებდი“ - გიორგი გულიაშვილი
ბოსნიური „სარაევოს“ ქართველმა ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა Transfermarkt-თან ინტერვიუში საკუთარ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კლუბის შეცვლას არ აპირებს.
- ზამთარში შენს სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის იყვნენ „ოლიმპიაკოსი“, „ლანსი“, „ფერენცვაროში“ და „ბოლონია“, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად შენ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივე.
დიახ, მქონდა შეთავაზებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ „სარაევოში“ ჩემი საქმე არ დამისრულებია. გულშემატკივრებთან და კლუბთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს. მჯერა, რომ კარგ გუნდს ვაშენებთ, და მინდოდა, ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი.
- სატრანსფერო სიახლეებში შენს სახელს ამ ზაფხულსაც ხშირად ვიხილავთ. რომელი ქვეყნის ჩემპიონატში თამაშს ისურვებდი?
სასიამოვნოა, როდესაც შენს შრომას აფასებენ, მაგრამ მე ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული. არჩევანი რომ მქონოდა, ისეთ ჩემპიონატში წავიდოდი, სადაც ტექნიკურ და ტაქტიკურ ფეხბურთს ენიჭება უპირატესობა, მაგალითად, ნიდერლანდებში ან ესპანეთში, თუმცა ახლა „სარაევოზე“ ვარ ფოკუსირებული.
- რა სპორტული მიზნები გაქვს დასახული?
მინდა, „სარაევოსთან“ ერთად ჩემპიონი გავხდე, ევროპის ტოპ ლიგებიდან ერთ-ერთში ვითამაშო, კიდევ უფრო მეტი ტიტული მოვიგო და ეროვნულ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. ამ მიზნების მისაღწევად ყოველდღე ვშრომობ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში გულიაშვილმა სარაევოსთან ერთად ბოსნიის თასი მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.