„სანდერლენდის ინტერესი რეალურია“ | ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი მიქაუტაძეზე
„ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესის ობიექტია. ფრანგებს ფინანსური პრობლემები აქვთ და 24 წლის ცენტრფორვარდის გასხვისება გამორიცხული ნამდვილად არ არის.
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, საშა ტავოლიერიმ, მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ტავოლიერიმ „სანდერლენდის“ ვარიანტზე დაწერა და დაადასტურა, რომ „შავი კატები“ გიორგის გაფორმებას განიხილავენ.
„სანდერლენდს მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ნამდვილად აქვს. კლუბში მისი საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონთ და შესაძლოა, ლიონის ფინანსურმა მდგომარეობამ შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყოს. სანდერლენდი ერთადერთი არაა — მიქაუტაძით რომაც დაინტერესებულია,“ — წერს ტავოლიერი.
????⚪️ Sunderland AFC have truly interest in Georges Mikautadze. Player’s profile highly appreciated + OL’s financial situation could help facilitate an agreement between the clubs. That said, SAFC are not alone — AS Roma are also interested in the Georgian.
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) July 8, 2025
⏳ Wait&See… #mercato pic.twitter.com/O2NN0mMz1Q
ცნობისთვის, „ლიონი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ სულ მცირე 23 მილიონ ევროს ითხოვს. „რომასა“ და „სანდერლენდის“ გარდა, გიორგი თურქული გრანდების ყურადღების ცენტრშიცაა და წარსულში იგი „გალათასარაისა“ და „ფენერბაჰჩეს“ დაუკავშირეს. რაც შეეხება „სანდერლენდს“, „შავი კატები“ პრემიერ ლიგაში დაწინაურდნენ და სეზონის დაწყებამდე, შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ.