„ყურადღებით უნდა იყვნენ“ | პრემიერ ლიგის ორ კლუბს ჩაკვეტაძე ურჩიეს
Football League World-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, ახსენა. ავტორმა „ჩაკვე“ პრემიერ ლიგაში გადასულ ორ კლუბს — „სანდერლენდსა“ და „ბარნლის“ — ურჩია და განაცხადა, რომ მათ გიორგის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალი ყურადღებით უნდა ადევნონ.
„უოტფორდი“ პაპე დიალოს გაფორმებასთან ახლოსაა, რაც, შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძის წასვლის მანიშნებელი იყოს. 25 წლის ფეხბურთელის სისწრაფემ, პირდაპირმა გარბენებმა და უნარმა, რომ ბურთთან ერთად მეტოქე გუნდის მოთამაშეებს შორის იმოძრაოს, იგი, სეზონის მეორე ნახევარში, სერიოზულ საფრთხედ აქცია.
გამომდინარე აქედან, „სანდერლენდი“ და „ბარნლი“ ფხიზლად უნდა იყვნენ და ჩაკვეტაძის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდნენ. ქართველი ნახევარმცველი არის კრეატიული ძალა, რომელსაც შეუძლია, პრემიერ ლიგის ორივე კლუბის რიგებში საკმარისი ოდენობის საგოლე მოქმედება ჰქონდეს, რათა მათ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება შეძლონ. „უოტფორდისთვის“ ეს ცუდი იქნება, მაგრამ შვება ისაა, რომ „კრაზანები“ დიალოს იფორმებენ,“ — წერს გამოცემა.
ცნობისთვის, „ბარნლისა“ და „სანდერლენდის“ გარდა, ფავორიტი არავინაა, თუმცა არსებობს „ბირმინგემის“ ვარიანტი. ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა.