Aa
Aa
4 აგვისტო 2020  |  10:55

"უკვე ორი მწვრთნელი მყავს" - დავიდ ფერერი ზვერევის გუნდს შეუერთდა

მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგანი, დავიდ ფერერი ამიერიდან ალექსანდრ ზვერევის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. მხარეები, როგორც მინიმუმ, მიმდინარე წლის ბოლომდე ითანამშრომლებენ.

„ჩვენ ერთმანეთის შესანიშნავად გვესმის და უკვე ერთ გუნდში ვართ. ასე რომ, ახლა ორი მწვრთნელი მყავს: მამაჩემი და დავიდი. ორივე მათგანი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია“, - განაცხადა ზვერევმა.

გერმანელმა ვარსკვლავმა გასულ წელს გუნდიდან ლეგენდარული ივან ლენდლი დაითხოვა. ლენდლმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ზვერევი ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა და საწვრთნელი პროცესის დიდ ნაწილს კამათსა და განხილვაში ატარებდა. ლენდლის აზრით, 23 წლის ჩოგბურთელი გამძლეობით ვერ გამოირჩევა და დიდ სლემებზე წარმატებას სწორედ ამის გამო ვერ აღწევს.

ალექსანდრ ზვერევს ერთეულთა შორის კარიერაში ATP-ს 11 ტიტული აქვს მოგებული. იგი ამჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები