უვატედაშინაგე - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება ივლისის ბაშოზე
Aa
Aa

უვატედაშინაგე - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება ივლისის ბაშოზე

ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი ლევანის მსგავსად 8:5-ზე ჰქონდა.

გორგაძემ ბრძოლა უვატედაშინაგეს ილეთით მოიგო. ცუპარების შემდეგ, ქართველმა სეკიტორმა მეტოქე დოჰიოზე მარტივად დააგდო და სწრაფი გამარჯვება გაიფორმა.

ტოჩინოშინს ჰოკუტოფუჯისთან დღემდე 7 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 4  გამარჯვებით დაასრულა და 3 დათმო.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ მიმდინარე ტურნირზე თავისი პროგრამა მინიმუმი შეასრულა და დადებითი ბალანსი გაიფორმა, რასაც მომდევნო ბაშოზე წოდებაში დაწინაურება უნდა მოჰყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები