ბასილაშვილი ნიუ იორკის მასტერსზე იასპარეზებს - TOP 10-ის 8 წარმომადგენელსაც ელიან
Aa
Aa
29 ივლისი 2020  |  15:28

ბასილაშვილი ნიუ იორკის მასტერსზე იასპარეზებს - TOP 10-ის 8 წარმომადგენელსაც ელიან

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკში გასამართ მასტერსზე ასპარეზობას გეგმავს. 28 ივლისს ტურნირის განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელიც იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, ვაშინგტონში გასამართი ტურნირი, რომელზეც პანდემიის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილს პირველად უნდა ეასპარეზა, გაუქმდა.

ნიუ იორკის მასტერსი 22-28 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული, სადაც TOP 10-ეულის 8 წარმომადგენელსაც ვიხილავთ. რაც შეეხება დანაკლისს, ტურნირს როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ მონფილსი და ფაბიო ფონინი დააკლდებიან.

Western & Southern Open-ს პირდაპირ ამერიკის ღია პირველობა მოჰყვება და ნიუ იორკის მასტერსი დიდი სლემის ერთგვარი რეპეტიცია გამოდის.

ბასილაშვილმა ხსენებულ მასტერსზე გასულ სეზონშიც იასპარეზა და პირველივე წრეში დამარცხდა. ასე რომ, ნიკას ქულები დასაცავი არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო საგამოფენო პრემიერლიგაში მიიღო მონაწილეობა და პირველი შეხვედრა გერმანელი მიშა ზვერევის წინააღმდეგ გამართა და 5:7, 1:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები