იბერია 1999, სლოვანი
Aa
Aa

პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში - იბერია 1999-ის მეტოქე გაირკვა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი, „იბერია 1999“, რომელიც განუთესავ გუნდებს შორის იმყოფება, ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება.

ესტონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 7/8 ივლისს გაიმართება, განმეორებითი თამაშები კი 14/15 ივლისს არის დანიშნული. ქართული კლუბი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.

„იბერია 1999“-ს მეორე ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაშიც, პირველი შეხვედრის საკუთარ მოედანზე გამართვა მოუწევს. მატჩები 21/22 ივლისსა და 28/29 ივლისს არის ჩანიშნული.

„სლოვანი“. რომელიც გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონი 68 ქულით გახდა, ცოტა ხნის წინ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს. ვლადიმირ ვაისმა კლუბი დატოვა და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა სამუშაოდ, ბრატისლაველები კი იაია ტურემ ჩაიბარა.

2019 წელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტურე ცოტა ხნის განმავლობაში „ტოტენჰემის“ აკადემიაში მუშაობდა, რასაც „ოლიმპიკში“, „ახმატსა“ და „სტანდარტში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე ყოფნა მოჰყვა, ხოლო ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრებში რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ქართველი მცველი ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და „სლოვანის" რიგებს ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები