კილიან მბაპე, კლოდ მაკელელე
Aa
Aa

„ბურთისთვის იბრძოლე და გუნდურად იაზროვნე“ - მაკელელემ მბაპე გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და როდესაც იგებ, ბუნებრივია, ფეხბურთელების კრიტიკამ უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს. თუმცა, კლოდ მაკელელეზე ეს ყველაფერი როგორც ჩანს არ მოქმედებს, რომელიც ცნობილი ტელევიზიის, Dazn-ის ეთერში, სენეგალელებთან შეხვედრაზე კომენტარის გასაკეთებლად იყო მიწვეული და თამაშის მიმდინარეობისას კილიან მბაპეს მისამართით უამრავი შენიშვნით მიიქცია მაყურებლის ყურადღება.

კლოდ მაკელელე

ღმერთო, კილიან რა გინდა გაგვაგებინე? სირბილს არ აპირებ და გსურს ბურთი შენთან თავისით მოვიდეს? რა მაგარი პასი შეასრულა, მცველები ამის წინაშე უძლურნი იყვნენ. მბაპეს პრობლემა ნამდვილად სერიოზულია - მან გუნდური აზროვნება უნდა დაიწყოს და საკუთარ თავზე ნაკლები იფიქროს, რასაც ახლა ნამდვილად არ აკეთებს.

ცნობისათვის, ფრანგებმა სენეგალელები 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე მუნდიალი გამარჯვებით დაიწყეს. საფრანგეთის ნაკრებმა 2014 წლის პლანეტის პირველობის სასტარტო შეხვედრაში ჰონდურასს აჯობეს, ხოლო 2018 და 2022 წლებში ავსტრალიელები დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი გახდა | OPTA-ს საინტერესო ცნობები
მბაპე საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი გახდა | OPTA-ს საინტერესო ცნობები