ბასილაშვილი კორტს დაუბრუნდა და ზვერევთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი კორტს დაუბრუნდა და ზვერევთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კორტს დაუბრუნდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო საგამოფენო პრემიერლიგაში მიიღო მონაწილეობა და პირველი შეხვედრა გერმანელი მიშა ზვერევის წინააღმდეგ გამართა.

ნიკა ფავორიტი იყო, თუმცა სტატუსი ვერ გაამართლა და ორ სეტში დამარცხდა. პირველი პარტია დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 4:5-ზე ნიკამ საკუთარი მოწოდება დათმო, მაგრამ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

5:5-ზე ბასილაშვილმა 15:40-დან გაათანაბრა, თუმცა საკუთარი მოწოდება ვერ აიღო და ზვერევს სეტზე ჩაწოდების უფლება მისცა. გერმანელმა შანსი გამოიყენა და პირველი სეტი 7:5 მოიგო.

მეორე პარტია ზვერევის სრული უპირატესობით წარიმართა. მიშამ 4 ბრეიკი შეასრულა და 6:1 გაიმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ნიკას მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები