Aa
Aa
24 ივლისი 2020  |  11:35

ATP-იმ და WTA-მ ჩინეთში წელს გასამართი ყველა ტურნირი გააუქმეს

ATP-იმ და WTA-მ ჩინეთში წელს დაგეგმილი ყველა ტურნირი გააუქმეს. მამაკაცთა და ქალთა მთავარ საჩოგბურთო ორგანიზაციებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ მოუწიათ.

ჩინელებმა გამოსცეს მანდატი, რომლის მიხედვითაც, მათ ქვეყანაში მიმდინარე წელს ჩასატარებელი ყველა ტიპის საერთაშორისო სპორტული აქტივობა გაუქმდეს.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ATP-ის კალენდრიდან ოთხ ტურნირს ამოიღებენ: ჩენდუსა და ჟუჰაის 250-იან გათამაშებებს, პეკინის 500-იან ტურნირსა და შანხაის მასტერსს.

კიდევ უფრო მასშტაბური ცვლილება განიცადა WTA-ის კალენდარმა, რომლიდანაც ერთბაშად 7 ტურნირის ამოღება მოუწიათ. ქალ ჩოგბურთელებს ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე პეკინში, უჰანში, ნანჩანში, ჟენჟუში, შენჟენში, ჟუჰაისა და გვანჯოუში უნდა ეთამაშათ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის შემდეგ მამაკაცთა შორის დაგეგმილი პირველი ტურნირი, რომელიც ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, ასევე გადაიდო. შესაბამისად, ATP-ისა და WTA-ს წლის ბოლომდე გაწერილი კალენდრის შემუშავება-შევსებაზე სერიოზული მუშაობა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები