სტაუდმაიერი ცქიტიშვილის ნაცვლად - ყველა გუნდის ყველაზე ცუდი პიკი 21-ე საუკუნეში და მათი რედრაფტი
Aa
Aa

სტაუდმაიერი ცქიტიშვილის ნაცვლად - ყველა გუნდის ყველაზე ცუდი პიკი 21-ე საუკუნეში და მათი რედრაფტი

Bleacher Report-მა 2000 წლის შემდეგ, NBA-ის ყველა გუნდის ყველაზე ცუდი პიკი დაასახელა და ის კალათბურთელები შემოგვთვაზა, რომლებიც კონკრეტულ დრაფტზე მათ ნაცვლად უნდა აერჩიათ.

21-ე საუკუნეში „დენვერ ნაგეთსის“ ყველაზე ცუდ პიკად ნიკოლოზ ცქიტიშვილი დასახელდა, რომელიც კოლორადოელებმა 2002 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აიყვანეს.

„დენვერს ეგონა, რომ ცქიტიშვილის სახით მორიგი გენიალური ევროპელი აღმოაჩინა. 2.13 მეტრი სიმაღლის ნიკა ბურთს შესანიშნავად ფლობდა, კარგი სროლა ჰქონდა და პარკეტზე მშვენივრად გადაადგილდებოდა. ყოველ შემთხვევაში ასე ეწერა დენვერის სკაუტების მოხსენებაში, რომლითაც ნაგეთსის მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, კიკი ვანდევეგემ იმიტომ იხელმძღვანელა, რომ სკიტას თამაში საკუთარი თვალით ნანახი არ ჰქონდა.

„იმ პერიოდში ბევრი რამ ხდებოდა... ცქიტიშვილის თამაში დრაფტამდე პირადად არ მინახავს. ალბათ, აღარასდროს ავირჩევ კალათბურთელს, რომლის თამაშიც საკუთარი თვალით არ მინახავს“, - განაცხადა ვანდევეგემ 2015 წლის აგვისტოში.

ვანდევეგესთვის გაკვეთილის ჩატარება უმნიშვნელოვანესი რამ იყო, რაც ცქიტიშვილმა NBA-ის შესძინა. მან დენვერში სამ სეზონზე ნაკლები, ხოლო ლიგაში მხოლოდ 4 სეზონი გაძლო. დიდი სასწაულია, მან თავისი სტატისტიკით, 2.9 ქულითა და 1.8 მოხსნით და საშინელი პროცენტით NBA-ში ამდენი ხანი რომ ითამაშა“, - წერს Bleacher Report.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ცქიტიშვილის ნაცვლად „დენვერს“ ამარე სტაუდმაიერი უნდა აერჩია, რომელიც 2002 წლის დრაფტზე მე-9 ნომერი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები