კვარაცხელიას აღიარება - ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
რუსეთის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ საკუთარ კედლებში „როსტოვს“ დაუპირისპირდა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.
უგოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყაზანური კლუბის ქართველი შემტევი დაასახელეს. ეს არჩევანი სატელევიზიო არხ Матч Премьер-ის ექსპერტმა, იგორ გამულმა გააკეთა.
???? Khvicha Kvaratskhelia was named the Man of the Match #RubinRostov by the expert of the official broadcaster#RPL #Rubin #Kvaratskhelia pic.twitter.com/q2AQW0YrMm
— Russian Premier Liga (@premierliga_en) July 16, 2020
კვარაცხელიამ უცვლელად ითამაშა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო. 19 წლის ფეხბურთელმა მეტოქეებს 4 ყვითელი ბარათი მიაღებინა და მე-60 წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული სერგეი პესიაკოვმა მოიგერია. მატჩის მიწურულს კვარაცხელიამ ფენომენალურად ითამაშა და გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ ამჯერადაც არ გაუმართლა.
Kvicha Kvaratskhelia (19) completed 15(!) out of 20 dribbles against FC Rostov this evening.
— David Sansun (@RFN_David) July 16, 2020
Of the 5 yellow cards given to Rostov players, 4 were for fouls against the young Georgian. pic.twitter.com/EueV9iHY1M
შეგახსენებთ, რომ „რუბინის“ ამომავალმა ვარსკვლავმა 2019-20 წლების სეზონში საერთო ჯამში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია. აღსანიშნავია, რომ მისი პროგრესი სეზონის მეორე ნახევარში ძალიან თვალშისაცემია, მას შემდეგ რაც კლუბის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი გახდა.