Aa
Aa

"საჭმელს მიწამლავენ და სანამ გავძლებ, მინდა, თვალი საღი აზროვნებით დავხუჭო" - ხურციძის წერილი

კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა და გიორგი კუდუხაშვილს, ლევან მაყაშვილსა და მერაბ დვალიშვილს ბრალი აგენტობაში დასდო.

„დიდი ხნის თვალთვალის შემდეგ, ჩემი მეგობრების მიცემული ჩვენებების შემდეგ დამაკავეს, მათ ჩემს პატარა ძმებად ვთვლიდი. მერაბ დვალიშვილის, გიორგი კუდუხაშვილის და ლევან მაყაშვილის - ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს.

რეკეტს მართავდაო რომ მდებენ ბრალად, ეს ბიჭები არიან მხედველობაში. სინამდვილეში, ესენი და კიდევ სხვები აგენტები არიან. მერაბ დვალიშვილმა 20000 დოლარი დამიკარგა და ამბობს, ადვოკატს მივეციო. ის ადვოკატიც აგენტი იყო და ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობდა.

მიუხედავად ამ მტრობისა და ამდენი ლანძღვა-გინებისა 0 დოლარია ჩემი დანაშაული და არც ერთი დაზარალებული. მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში უნდა დაინიშნოს სასამართლო. 7 სექტემბერს გახდება უკვე ორი წელი და რა ხდება?! მიდის სრული ძალმომრეობა ნემსებით საჭმლის მოწამვლით.

დღეს, უკვე უარი განვაცხადე საჭმლის მიღებაზე და სანამ "გავქაჩავ" მინდა, საღი აზროვნებით დავხუჭო თვალები. არა ისე, როგორც მიკეთებენ - გულისა და მკერდის ტკივილებით, თავის საშინელი ტკივილით, გულის რევის შეგრძნებით, კუჭ-ნაწლავის ტკივილით და ა.შ. კი მაგრამ, არ გიკვირთ, რით ვერ ჩააგდებინეს ამ ბიჭს ხმა მთელი 4 წელი? რით ვერ მოუტანეს თავისი ნამოქმედარი და დაუდეს წინ? ეს არის ჩემი უდანაშაულობის ფაქტი. მე ვიყავი ავთანდილ ხურციძე, ვარ ავთანდილ ხურციძე და ვიქნები ავთანდილ ხურციძე“.

ხურციძის პოსტს კომენტარებში ლევან მაყაშვილი გამოეხმაურა: „გამოხვალ დრო მოვა და ვინ ვინ არის მაგას გაჩვენებთ შენ. აქ რომ აზიარებ და ტირი მანდედან. ვინ მერაბა და ვინ კუდუხაშვილი. მაგას სადაც და როგორც საჭიროა ისე ახსნი. მეც ციხეში ვიჯექი და მეც გამწირეს, მაგრამ არ მიტირია შენსავით. გადმოგცემენ ალბათ, გელოდები როდის გამობრძანდები. სხვა არაფერს დაგიწერ ფეისბუქის ლომი არ ვარ“.

ავთანდილ ხურციძეს, რომელიც აშშ-ში ბრუკლინის ციხეში იმყოფებოდა, ნიუ იორკის სასამართლომ 2018 წელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ლევან მაყაშვილთან ერთად 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. მათ ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი, თაღლითობის მომზადება და რეკეტში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები