მერაბ დვალიშვილი, გივი მაჭარაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილმა ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-თან კონტრაქტი გააფორმა

მერაბ დვალიშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-თან კონტრაქტი გააფორმა. ქართველი მებრძოლი აპრილში RAF 08-ის მთავარ ბრძოლაში გამოვა.

RAF თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, სადაც მალე კიდევ ორი ქართველის დებიუტი შედგება: გივი მაჭარაშვილი VS სტივენ ბიუქენენი (28 თებერვალი) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი VS ბო ბასეტი (28 მარტი).

RAF მოჭიდავეებს მაღალი ფულადი ჰონორარების სანაცვლოდ, ერთჯერად, სარეიტინგო ორთაბრძოლებში მონაწილეობას სთავაზობს. Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია, ოღონდ ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამერიკაში ჭიდაობას (Wrestling) უდიდესი ტრადიცია აქვს, თუმცა მათი სასკოლო სტილი (Folkstyle) განსხვავდება საერთაშორისო თავისუფალი ჭიდაობისგან. როდესაც Real American Freestyle-ზე საუბრობენ, ხშირად გულისხმობენ ამერიკელი მოჭიდავეებისათვის დამახასიათებელ აგრესიულ, ფიზიკურად ძლიერ და დაუღალავ სტილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები