ინტერი, ბოდო/გლიმტი
Aa
Aa

ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - ბოდო/გლიმტი 1/8-ფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტში სენსაცია დაფიქსირდა. ბოდო/გლიმტმა ინტერს სტუმრად მეორე თამაშიც მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნორვეგიაში გაიმართა და 3:1 მოიგო. იყო მოლოდინი, რომ ნერაძური ამ 2-რაუნდიან დაპირისპირებას თავის სასარგებლოდ შემოატრიალებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად ჩაატარეს და არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი არ გავიდა.

მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. ინტერმა ტემპი დააგდო და მომენტების შექმნას ჩაწოდებებით ცდილობდა. არც ამან გაამართლა.

58-ე წუთზე აკანჯის ბავშვურ შეცდომას ჰაუგეს გოლი მოყვა. ნორვეგიელები დაწინაურდნენ. ინტერი იძულებული გახდა შეტევაში უფრო აქტიურად გადასულიყო და ამის ფონზე მე-2 გოლიც მიიღო. 72-ე წუთზე თავი ევიენმა გამოიჩინა.

დარჩენილ დროში ინტერმა გაიბრძოლა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. 76-ე წუთზე ბასტონიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ იყო. ორი მატჩის ჯამში ნორვეგიელებმა 5:2 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე მანჩესტერ სიტი ან ლისაბონის სპორტინგი იქნება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ობლაკის საგოლე პასი და სორლოტის ჰეთ-თრიკი | ატლეტიკო 1/8-ფინალშია
ობლაკის საგოლე პასი და სორლოტის ჰეთ-თრიკი | ატლეტიკო 1/8-ფინალშია