კილიან მბაპე, მადრიდის რეალი, ბენფიკა
Aa
Aa

ბენფიკასთან ვერ ითამაშებს - მბაპე ტრავმირებულია

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში მადრიდის რეალი ბენფიკას უმასპინძლებს.

მატჩის წინ მადრიდელთა ბანაკში არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად, ფრანგულმა ავტორიტეტულმა გამოცემა L’equipe-მა დაწერა, რომ შესაძლოა ბენფიკასთან კილიან მბაპემ ვერ ითამაშოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, ფრანგ სუპერვარსკვლავს მარცხენა მუხლის ტრავმა აღენიშნება და მატჩის გამოტოვების მიზეზი სწორედ ეს არის. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს კილიანი.

შეგახსენებთ, რომ რეალის „ათიანმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე წელს თავი 13-ჯერ გამოიჩინა.

ასევე შეგახსენებთ, პირველი დაპირისპირება მადრიდის რეალმა ვინისიუს ჟუნიორის დიდებული გოლის წყალობით 1:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არბელოა: “მინდა, რომ ხვალ ისეთი რეალი ვიხილო, როგორიც ლისაბონში იყო“
არბელოა: “მინდა, რომ ხვალ ისეთი რეალი ვიხილო, როგორიც ლისაბონში იყო“