Aa
Aa

პირველი გამარჯვება UFC-ში - ჯოჯუამ ბელბიტა დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. „მგელი“ აბუ-დაბიში მდებარე „მებრძოლთა კუნძულზე“ გამართულ შერკინებაში რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდა და მეტოქე მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

დაპირისპირების სტარტზე ინიციატივა ბელბიტას მხარეს იყო და მან რამდენიმე ძლიერი დარტყმაც განახორციელა, თუმცა შემდეგ ბრძოლა პარტერში გადავიდა, სადაც ლიანამ მოწინააღმდეგის შეცდომით ისარგებლა და შეხვედრის დაწყებიდან 2 წუთისა და 44 წამის შემდეგ, მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა.

ბრძოლისშემდგომ ინტერვიუში ჯოჯუამ მეტოქე შეაქო და განაცხადა, რომ თავისი საყვარელი ილეთით მოიგო. „მგელმა" აღნიშნა, რომ როგორც გაიგო ბელბიტას ხელი მოსტყდა და ამის გამო მწუხარება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ჯოჯუამ UFC-ში პირველი ბრძოლა 2019 წლის 8 სექტემბერს, სარა მორასის წინააღმდეგ გამართა და მე-3 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ქართველ მებრძოლს კარიერაში 11 შერკინება აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები