ჟოან ლაპორტა, ლამინ იამალი
Aa
Aa

ლაპორტამ დაადასტურა | პსჟ იამალის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა

ჟოან ლაპორტამ, რომელიც „ბარსელონას“ პრეზიდენტობისთვის იბრძვის, გამოცემა Jijantes-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 17 წლის ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს იხდიდა.

რა თქვა ლაპორტამ:

„როცა „პარი სენ-ჟერმენმა“ ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შემოგვთავაზა და ჩვენ უარი ვუთხარით, ის მხოლოდ 17 წლის იყო. ბევრს გიჟები ვეგონეთ“.

იამალთან დაკავშირებით Cadena Ser-ს ლაპორტას ერთ-ერთმა მრჩეველმა, იან სოლერმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ტრანსფერის შესაძლებლობას ფეხბურთელი აგენტი განიხილავდა - „ეს მაშინ მოხდა, როცა იამალი კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა - ახლა დასამალი არაფერია“.

ცნობისთვის, იამალმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2023 წელს გააფორმა, შარშან კი შეთანხმება 2031 წლამდე გაახანგრძლივა. ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იამალმა „ბლაუგრანას“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 15 გოლი და 14 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ბარსამ ლა ლიგა მოიგოს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ
ლაპორტა: არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ბარსამ ლა ლიგა მოიგოს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ