აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყება | აშრაფის ოფიციალური განცხადება

 „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, აშრაფ ჰაკიმის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყება. ფრანგული პრესის ინფორმაციით, მაროკოელი მცველი სასამართლოს წინაშე 2023 წლის მარტში მომხდარი პოტენციური დანაშაულის საქმეზე წარდგება.

ჰაკიმის ახალგაზრდა ქალბატონი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. აშრაფმა ის სოციალურ ქსელებში გაიცნო და მაროკოელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას მხოლოდ აკოცა, ქალბატონი ამტკიცებს, რომ ჰაკიმიმ ის გააუპატიურა.

მომხდართან დაკავშირებით აშრაფმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა: „დღესდღეობით, გაუპატიურებაში დადანაშაულება საკმარისია, რომ სასამართლო პროცესი დაინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ მე ამას ვეწინააღმდეგები და ყველაფერი ადასტურებს, რომ ცრუ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. ამ სასამართლო პროცესს მშვიდად ველოდები, რადგან ის საშუალებას მისცემს სიმართლეს საჯაროდ გამოაშკარავდეს.“

შეგახსენებთ, რომ ჰაკიმი და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „მონაკოს“ ხვდებიან. ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი შეხვედრა 3:2 მოიგო და განმეორებითი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“
მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“