ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

„ქამრისთვის საჩხუბრად მხოლოდ გრძელი ენა საკმარისი არაა“ - იმავოვი სტრიკლენდზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ფრანგმა მებრძოლმა, ნასურდინ იმავოვმა განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევთან ქამრისთვის ჩხუბს მხოლოდ ის იმსახურებს.

„გავიგე, რომ შონ სტრიკლენდს შესაძლოა სატიტულო ჩხუბი მისცენ. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. ერნანდესთან ჩხუბამდე სტრიკლენდმა დუ პლესისთან წააგო. ერთი მოგება და სატიტულო ჩხუბი? ეს ხომ უაზრობაა.

ჩემთვის ასეთი საუბრები არაფერს ნიშნავს. UFC-ში ქამრისთვის საჩხუბრად მხოლოდ გრძელი ენა საკმარისი არაა. ჩვენს წონაში სატიტულო შანსს ყველაზე მეტად მე ვიმსახურებ. ზედიზედ 5 მოგება მაქვს, მათ შორის 3 - საუკეთესო ათეულიდან. წელიწად-ნახევარში ტოპ 5-ის ორი მებრძოლი დავამარცხე. ასეთი რამ არავის გაუკეთებია, ამიტომ ქამრისთვის ჩხუბს მხოლოდ მე ვიმსახურებ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სტრიკლენდმა ტექნიკური ნოკაუტით ენტონი ერნადესს მოუგო. რაც შეეხება იმავოვს, მან გასული წლის სექტემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კაიო ბორალიოს მოუგო და ამჟამად საშუალო წონის რეიტინგის მეორე ნომერია, პირველი კი ექსჩემპიონი დრიკუს დუ პლესია.

ამასთან ერთად, არაა გამორიცხული, რომ ხამზატ ჩიმაევმა ქამარი ვაკანტურად გამოაცხადოს და ქვემძიმე წონაში ავიდეს, სადაც ალექს პერეირას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის აქვს საუკეთესო კრივი UFC-ში | მოკრივეებმა ილია, კონორი და სხვები გამოარჩიეს
ვის აქვს საუკეთესო კრივი UFC-ში | მოკრივეებმა ილია, კონორი და სხვები გამოარჩიეს