მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

ამის კვერცხები ჰოლოუეის აქვს | უიტეკერის აზრით, მაქსი ოლივეირას დააზიანებს

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უიტეკერმა მაქს ჰოლოუეისა და ჩალრზ ოლივეირას მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 35 წლის ავსტრალიელს ბოლომდე არ ესმის, რას ნიშნავს BMF-ს ტიტული, თუმცა მიაჩნია, რომ ჰოლოუეი ნამდვილად ამ ტიტულის ღირსია. მისი თქმით, შეუძლებელია ხუთი რაუნდის განმავლობაში იგებდე და ბოლო წამებზე ოქტაგონის ცენტრისკენ მიუთითო მეტოქეს საჩხუბრად, ეს მხოლოდ ნამდვილ BMF-ს შეუძლია.

რობერტ უიტეკერი: „ჰოო... მე მაინც არ მესმის ბოლომდე, რა არის BMF. რას ნიშნავს ეს. არ მგონია, ვინმემ მართლა იცოდეს, მაგრამ მაქსი (ჰოლოუეი) ნამდვილად არის BMF. არ მგონია, რომ მან ეს ტიტული ოდესმე დაკარგოს.

არ შეიძლება ხუთი რაუნდის განმავლობაში იგებდე და მერე ოქტაგონის ცენტრისკენ მიუთითო (საჩხუბრად)... ძმაო, BMF-ს ვერ დაკარგავ, რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სხვა ამას არავინ აკეთებს. სხვა ვერავინ გააკეთებს, იმიტომ რომ ამისთვის საჭირო 'კვერცხები' არ აქვთ, მეგობარო.

ვნერვიულობ ოლივეირას გამო. ის მიყვარს, როგორც ყველას, მაგრამ მაქსი... ვფიქრობ, მაქსი უკეთესი სტრაიკერია. ის აპირებს იქ შევიდეს და 'პაუ-პაუ-პაუ' (დარტყმების იმიტაცია). ოლივეირა დაზიანდება. ის ისედაც ხშირად ზიანდება ხოლმე.“

შეგახსენებთ, BMF სიმბოლური ტიტულია UFC-ში, რომელიც შეიქმნა იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმტკიცით, აგრესიული სტილით და ყოველთვის მზად არიან ოქტაგონზე გამოსვლისთვის. ეს ქამარი პირველად 2019 წელს გათამაშდა ხორხე მასვიდალსა და ნეიტ დიასს შორის.

მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა (რევანში) 2026 წლის 7 მარტს გაიმართება (საქართველოს დროით, სავარაუდოდ, 8 მარტის გამთენიისას).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცა და დედამიწა, ხამზატი სულ სხვა დონეა | უიტეკერი ფლაფი VS ჩიმაევის გრეპლინგზე
ცა და დედამიწა, ხამზატი სულ სხვა დონეა | უიტეკერი ფლაფი VS ჩიმაევის გრეპლინგზე