ილია თოფურია
Aa
Aa

ვის აქვს საუკეთესო კრივი UFC-ში | მოკრივეებმა ილია, კონორი და სხვები გამოარჩიეს

ZUFFA Boxing-მა X-ის საკუთარ გვერდზე საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საკუთარ მოკრივეებს შეკითხვით მიმართა და სთხოვა დაესახელებინათ UFC-ის მებრძოლი, რომელსაც მათი აზრით, საუკეთესო კრივი აქვს.

რობერტ მერივეზერ მესამე (21 წლის დაუმარცხებელი მოკრივე): „ალბათ, შამა უნდა გამოვარჩიოთ, პოატანი ალექს პერეირა.“

ხულიან როდრიგესი (აშშ-ის ოქროს ხელთათმანის ტურნირის გამარჯვებული): „ილია თოფურია, პატარავ.“

კალუმ უოლში (WBC-ის კონტინენტური ტიტულის მფლობელი): „ამ მომენტისთვის, ალბათ საუკეთესო ილია თოფურიაა.“

ჯალილ ჰეკეტი (22 წლის მოკრივე 12 მოგება, 1 მარცხი): „საუკეთესო ჩემი მეგობარი სოდიქ იუსუფია.“

უმარ ძამბეკოვი (ავსტრიელი დაუმარცხებელი მოკრივე, 14 მოგება): „კონორ მაკგრეგორი უნდა ავირჩიო.“

ვერხილ ორტის ჯუნიორი (WBC-ის დროებითი ტიტულის მფლობელი) „კონორ მაკგრეგორი.“

ეფე აჯაგბა (ნიგერიელი მოკრივე, 21 მოგება, 1 მარცხი): „პირადად ჩემთვის, საუკეთესო მოკრივე ჯონ ჯონსია.

ხოსე ვალენსუელა (WBA-ის ყოფილი ჩემპიონი): „ჯონ ჯონსი.“

ცნობისთვის, ZUFFA Boxing-ი UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითისა და თურქი ალ-შეიხის (საუდის არაბეთის მაღალჩინოსანი) საერთო პროექტია. მათი მიზანია, კრივისადმი ინტერესი გაზარდონ და სხვა პრომოუტერებს კონკურენცია გაუწიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ძალიან მომწორს“ - ემილ ჰესკი სალაჰის პოტენციურ შემცვლელებზე
„კვარაცხელია ძალიან მომწორს“ - ემილ ჰესკი სალაჰის პოტენციურ შემცვლელებზე