ხამზატ ჩიმაევი, რობერტ უიტეკერი, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

ცა და დედამიწა, ხამზატი სულ სხვა დონეა | უიტეკერი ფლაფი VS ჩიმაევის გრეპლინგზე

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უიტეკერმა Submission Radio-სთან ინტერვიუში ახსნა, რომ ხამზატის ჭიდაობა სულ სხვა დონეა. რობერტის თქმით, ყველამ ნახა, ჩიამევი იკრამ ალისკეროვს რამდენად იოლად გაუმკლავდა. ალისკეროვი ძლიერ მოჭიდავედ ითვლებდა, თუმცა ამის მიუხედავად ხამზატი გრეპლინგით დომინირებდა და ბოლოს დაანოკაუტა.

Submission Radio-ს წამყვანი: „ვიცი, რომ ხამზატთან (ჩიმაევთან) ერთად ყოფილხარ ოქტაგონზე და შონ სტრიკლენდის თეიქდაუნებისგან (პარტერში გადაყვანა) დაცვა საკმაოდ კარგია, მაგრამ ის ჯერ არ გვინახავს ისეთების წინააღმდეგ... როგორ ფიქრობ, „ფლაფის“ (ენტონი ერნანდესი) და ხამზატის გრეპლინგი სხვადასხვა დონეა? ვგულისხმობ მათ ძალას და...''

რობერტ უიტეკერი: „ცა და დედამიწასავით განსხვავდება. აბსოლუტურად, როგორც დღე და ღამე. ჩიმაევთან ოქტაგონზე ყოფნის გამოცდილებიდან გამომდინარე და იქიდან, რაც ყველამ ნახა თუ რა დამართა მან იკრამს... მეგობარო, ეს უბრალოდ არ არის ერთი და იგივე დონე.“

იკრამ ალისკეროვს ორივე დაუპირისპირდა, ხამზატ ჩიმაევიც და რობერტ უიტეკერიც. ჩიმაევი-ალისკეროვის ჩხუბი 2019 წელს, Brave CF-ში შედგა. ხამზატმა იკრამი პირველსავე რაუნდში აპერკოტით დაანოკაუტა. ეს იყო ალისკეროვის პირველი მარცხი კარიერაში. უიტეკერი - ალისკეროვის ბრძოლა 2024 წელს შედგა საუდის არაბეთში, UFC on ABC 6-ზე. რობერტმაც პირველსავე რაუნდში დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გავანადგურე ტიპი, რომელმაც ორჯერ გცემა | ჩიმაევმა სტრიკლენდს უპასუხა
გავანადგურე ტიპი, რომელმაც ორჯერ გცემა | ჩიმაევმა სტრიკლენდს უპასუხა