რატომ ჩაიშალა საზონოვის ტრანსფერი გერმანიაში | ტორინო ისევ გაანათხოვრებს
Tuttosport-ის ცნობით, ბუნდესლიგა 2-ის „კაიზერსლაუტერნს’’ საბა საზონოვის დამატება სურდა, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში იყო, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გერმანული კლუბი მოლაპარაკებიდან გავიდა, ტრანსფერი ჩაიშალა.
წყაროს ცნობით, საზონოვი ვარჯიშს „ტორინოში’’ დაიწყებს და თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ტურინელები კვლავ გაანათხოვრებენ.
2024-25 წლების სეზონში საბა „ემპოლიში'' გაანათხოვრეს, თუმცა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო მთელი სეზონი გაუცდა, მოედანს ივნისში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში დაუბრუნდა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე პოლონეთთან მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საფრანგეთთან გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო მესამე ტურში პორტუგალიასთან არ უთამაშია. ერთწლიანი პაუზისა და ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ მოკლევადიან პერიოდში ორი საკმაოდ ინტენსიური თამაში სარისკო იყო. საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას გადაურჩა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ საბა ნაკრებისთვის თავდადებული იყო. ფაქტობრივად, მან კარიერა რისკის ქვეშ დააყენა, მძიმე ტრავმა მეორედ რომ მიეღო, ვინ იცის სამომავლოდ რა დონეზე შეძლებდა თამაშს. მისი თავგანწირვა დასაფასებელია.
საბა „ზენიტის'' აღზრდილია, 2023 წლის ზაფხულში მოსკოვის „დინამოდან'' „ტორინოში'' გადავიდა, ტურინულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც „ემპოლიში'' გაანათხოვრეს. 23 წლის ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ფოტო: Nakrebi.ge