სარჩელი დაკმაყოფილებულია! სიტი ევროტურნირებზე დაუშვეს
Aa
Aa

სარჩელი დაკმაყოფილებულია! სიტი ევროტურნირებზე დაუშვეს

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) „მანჩესტერ სიტის“ აპელაცია დააკმაყოფილა, რის შედეგადაც ინგლისურ კლუბს ევროტურნირებზე თამაშის უფლება მიეცემა.

როგორც მოგეხსენებათ, თებერვალში უეფამ „სიტის“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო. პლუს ამას დააკისრა ჯარიმა 30 მილიონი ევროს ოდენობით.

„ქალაქელებს“ ბრალი 2012 და 2016 წლებში ფინანსური ფეარ პლეის დარღვევაში ედებოდათ. გამოძიება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიუხედავად ბანის მოხსნისა, „სიტის“ 30 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს, თუმცა ეს კლუბისთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

„სიტი არ ფარავდა სააქციო კაპიტალის დაფინანსებას, თუმცა უეფასთან არ თანამშრომლობდა.

სავარაუდო დარღვევების უმრავლესობა, რომელიც გამოაქვეყნა სასამართლო პალატამ (CFCB), ან არ იყო დაზუსტებული, ან დარღვევას ხანდაზმულობის ვადა გასული ჰქონდა“, - ვკითხულობთ CAS-ის განცხადებაში.

ამრიგად, „ქალაქელები“ ევროტურნირებიდან არ მოიკვეთებიან და კლუბი თავის ლიდერებსაც შეინარჩუნებს. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე ბრუინი და სხვები გუნდს დატოვებდნენ, თუ „სიტის“ 2 წლიანი ბანი ძალაში დარჩებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები