როდრი
Aa
Aa

როდრის ტრანსფერის დეტალები | ესპანელს ბარსელონაში დღეს ელიან

როდრის სატრანსფერო საგა დასრულდა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტისთან“ შეთანხმებას მიაღწია და გარიგების დახურვა ოფიციალურად ძალიან მალე დადასტურდება.

ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და ახლახან, Marca-მ დეტალების შესახებ დაწერა. „მანჩესტერ სიტი“ როდრის სანაცვლოდ ფიქსირებულ 60 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება. 11 მილიონი ევრო მოდის მარტივად შესრულებად ბონუსებზე, ხოლო 5.5 ევრო შედარებით რთულად მისაღწევ ბონუსებზე.

თუ კონტრაქტში ჩადებული ყველა ბონუსი ამოქმედდა, „ბლაუგრანას“ როდრის“ გაფორმება 76.5 მილიონი ევრო დაუჯდება. საინტერესოა, რომ გადასახადების შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელის ხელფასი წლიურად 15 მილიონი ევრო იქნება, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 4 მილიონით მეტია.

Marca-ს ინფორმაციით, როდრი ბარსელონაში დღეს ჩავა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ გულშემატკივრებს მას ოთხშაბათს წარუდგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„10-დან 8 ორთაბრძოლას მოუგებს“ | ცნობილი იუთუბერი იანისა და მერაბის ტრილოგიაზე
„10-დან 8 ორთაბრძოლას მოუგებს“ | ცნობილი იუთუბერი იანისა და მერაბის ტრილოგიაზე