ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„ყველაფერი კარგად გავაკეთე, მაგრამ...“ - გარიმ ისლამთან ჩხუბი შეაფასა

UFC 330-ზე, ნახევრადსაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ისლამ მახაჩევმა ირლანდიელი იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გარიმ განვილი ჩხუბი შეაფასა.

რას ამბობს იან მაჩადო გარი:

„დღევანდელი საღამო ჩემი არ იყო. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველაფერი კარგად გავაკეთე. უბრალოდ, ისლამი დღეს ჩემზე უკეთესი იყო და ამაში ტრაგედია არ არის. მინდა ყველამ, ვისაც ვუყვარვარ, მხარს მიჭერს და ჩემი წარმატება უნდა, იცოდეს: მე დავბრუნდები. ამით გული არ გამტეხია. ფსიქოლოგიურად სრულიად შეურყეველი ვარ. დავბრუნდები. 28 წლის ვარ და ახლახან ვეჩხუბე სპორტის ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო მებრძოლს. და ის უკიდურეს ზღვრამდე მივიყვანე.

ძალიან ამაყი ვარ საკუთარი თავით, ვამაყობ ჩემი გუნდით და ყველაფრით, რასაც ერთად მივაღწიეთ. ვამაყობ იმით, რაც ამქვეყნად გამიკეთებია და იმით, თუ ვინ გავხდი. ვერავინ შემაჩერებს. ვერავინ შემაჩერებს. დღეს უბრალოდ ჩემი საღამო არ იყო. ისლამ, შენ და შენს გუნდს გილოცავთ. საოცრად იასპარეზეთ. მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია იმ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ ამ სპორტში გაგიკეთებიათ... მე დავბრუნდები. ამ სპორტში კიდევ უამრავი საინტერესო დაპირისპირებაა შესაძლებელი, რომლებსაც მოუთმენლად ველი. ჩვენ დავბრუნდებით და იმაზე ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.“

ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ რამადანამდე კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა სურს. რუსი მებრძოლის სავარაუდო მეტოქეებად კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი მოიაზრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამადანამდე კიდევ ერთი ბრძოლა მსურს | მახაჩევი იან მაჩადოსთან გამარჯვების შემდეგ
რამადანამდე კიდევ ერთი ბრძოლა მსურს | მახაჩევი იან მაჩადოსთან გამარჯვების შემდეგ