„ლიგა 1-ის მატჩს უფრო ჰგავდა, ვიდრე ტიტულისთვის ბრძოლას“ - პარიზელთა შეფასებები
საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლანსს“ დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკემ და პარიზული გუნდის ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს.
ლუის ენრიკე:
„ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, სახიფათო მომენტები შევქმენით, მაგრამ ბოლოს საკმაოდ დაუჯერებელი გოლი გავუშვით, რადგან მას (უდოლს) დარტყმა არ გამოუვიდა... ასე ხდება.
კმაყოფილები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. სეზონის ამ ეტაპზე უკვე ძალიან პოზიტიურ რაღაცებს ვაჩვენებთ. ეს ცხოვრებაა, ეს ფეხბურთია. მეტოქეს უნდა მივულოცოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.“
აშრაფ ჰაკიმი:
„ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. გვქონდა მომენტები და მთელ თამაშს ვაკონტროლებდით. თუმცა, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. საბოლოოდ, მთავარი მაინც გოლია.
ეს თამაში უფრო ლიგა 1-ის გასვლით მატჩს ჰგავდა, ვიდრე ტიტულისთვის შეხვედრას, მაგრამ არ გვინდა გამართლების ძებნა.
ფეხბურთელები გვიან შემოგვიერთდნენ, აღსადგენად ბევრი დრო არ გვქონდა. ახლა ჩვენი მიზანია ჩემპიონატის დაწყებისთვის საკმარისად აღვიდგინოთ ძალები.“
ვიტინია:
„კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გოლის ეპიზოდში ძალიან გაუმართლათ. გვინდოდა თამაშის გაკონტროლება და მომენტების შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.
ეს მაინც ტიტულია და ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს. გული გვწყდება, მაგრამ ჩვენი თამაშით ვამაყობთ და მუშაობას გავაგრძელებთ.“
პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონს 23 მარტიდან დაიწყებს. ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე „რენი“ იქნება. მატჩი 23 აგვისტოს პარიზში გაიმართება.