„რეალური სხვაობის შექმნა გაუჭირდა... ვერ გაიბრწყინა...“ - ფრანგული მედიის შეფასება
საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლანსს“ დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 70 წუთი გაატარა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა:
Footmercato – 4 ქულა: ევროპის სუპერთასზე, „ვილასთან“ მატჩისგან განსხვავებით, ნაკლები შთაგონებით ითამაშა, თუმცა პარიზელთა რიგებში შეტევაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მის ანგარიშზე ოთხი მცდელობაა — რობენ რისერი საქმეში რამდენჯერმე ჩართო (მე-8, 25-ე წუთები), მაგრამ სიზუსტე დააკლდა. ზოგ ეპიზოდში კარგად ჩაკეტეს, რისი მაგალითიც განუს მიერ დაცვაში დროულად დაბრუნებაა (57-ე წუთზე). მიუხედავად ამისა, ის ბურთის გარეშეც აქტიურობდა - ბურთი ოთჯერ დაიბრუნა და 3-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.
Parisfans – 6 ქულა: ბევრი ირბინა და არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდნავ არ გაუმართლა. რამდენჯერმე შეეძლოთ მისთვის გადაცემის გაკეთება, როცა ძალიან კარგ პოზიციაზე იმყოფებოდა.
CulturePSG – 5 ქულა: მარტივად დასავიწყებელი პირველი ტაიმი; შესვენების შემდეგ უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა არ გაუბრწყინია.
Le Parisien – 3.5 ქულა: ქართველმა პირველივე წუთებიდან იაქტიურა და შეტევაში სიმწვავე შეიტანა (მე-8, მე-12, 25-ე წუთებზე), თუმცა თამაშის მსვლელობისას თავის ფლანგზე რეალური სხვაობის შექმნა გაუჭირდა. მე-7 ნომერმა მატჩზე გავლენა ვერ მოახდინა და დროის გასვლასთან ერთად თანდათან ჩრდილში მოექცა.
ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 63 შეხება, 48-დან 41 ზუსტი პასი, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, კარისკენ 4 დარტყმა - 2 ზუსტი, 1 არაზუსტი, 1 დაიბლოკა. ბურთის ოთხჯერ დაბრუნება, 6-დან 1 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.
პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონს 23 მარტიდან დაიწყებს. ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე „რენი“ იქნება. მატჩი 23 აგვისტოს პარიზში გაიმართება.