გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია“ | ვილიარეალის საფეხბურთო დირექტორის კომენტარი

„ვილიარეალის“ საფეხბურთო დირექტორმა, მიგელ ანხელ ტენამ გიორგი მიქაუტაძის, პაპე გეიესა და სხვა მოთამაშეების მომავალზე ისაუბრა. უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ მიქაუტაძის ტრანსფერით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ტენას მიხედვით, „ვილიარეალს“ ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

„არანაირი შიში არ გვაქვს, რადგან ამ ფეხბურთელებით ბედნიერი ვართ. „ვილიარეალში“ ყოფნით ისინიც ბედნიერნი არიან და ამ მომენტისთვის ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია — მხოლოდ ჭორები ვრცელდება, რაც ნორმალურია, რადგან საუბარი ძალიან კარგ ფეხბურთელებზე გვაქვს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიქაუტაძის, გეიეს, რომეროსა და „ვილიარეალის“ ნებისმიერი მოთამაშის თაობაზე შეიძლება წინადადება მივიღოთ. არაფერია გამორიცხული. მთავარი ისაა, რომ თუ ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს და კლუბი ტრანსფერის პირობებს დათანხმდება, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზად, რომ მისი შემცვლელი ვიპოვოთ და შემადგენლობა დავალაგოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალის“ გეგმებში მიქაუტაძის გაშვება არ შედის. Marca-ს ინფორმაციით, თავის დასაზღვევად, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ გიორგის სატრანსფერო ღირებულება გაზარდა და ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს, რაც წინა ფასზე 15 მილიონით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალური სხვაობის შექმნა გაუჭირდა... ვერ გაიბრწყინა...“ - ფრანგული მედიის შეფასება
„რეალური სხვაობის შექმნა გაუჭირდა... ვერ გაიბრწყინა...“ - ფრანგული მედიის შეფასება