მიქაუტაძის ასისტი - ვილიარეალმა რასინგთან ქულა აიღო
ლა ლიგის პირველ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი „ვილიარეალის“ მეორე გოლის ეპიზოდში გამოირჩა, როდესაც ნიკოლას პეპეს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამასთან, პირველ ტაიმში გოლის გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში „რასინგის“ მეკარემ აჯობა.
პირველ ნახევარში, „რასინგი“ 2:0 დაწინაურდა, თუმცა „ვილიარეალმა“ პირველივე ტაიმში შეძლო წონასწორობის აღდგენა. 21-ე წუთზე მარტინმა პენალტიდან ანგარიში გახსნა, 34-ე წუთზე კი მარტინესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 45-ე წუთზე გეიემ შორეული დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად ერთ წუთში კი პეპემ მიქაუტაძის პასის შემდეგ გაიტანა.
მეორე ნახევარში არაერთი მცდელობის მიუხადავ არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
გიორგი მიქაუტაძის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 54 შეხება, 4 დარტყმა - 2 ზუსტი, 1 არაზუსტი, 1 დაიბლოკა, 1 ასისტი, 28-დან 25 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 8-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 12-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, ბურთის სამჯერ დაბრუნება, 1 განმუხტვა. Sofascore-ს შეფასება - 6.3 ქულა.
რაც შეეხება გიორგი გულიაშვილს, სამწუხაროდ, „რასინგის“ ქართველი შემტევი ტრავმისგან სარეაბილიტაციო პროცესს გადის, რის გამოც მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.
მეორე ტურში „ვილიარეალი“ სტუმრად „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება, „რასინგი“ კი ასევე სტუმრად, საბა საზონოვის „ხეტაფეს“ შეხვდება. ორივე მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება.