17 წლის ქართველი მეკარე რაიო ვალეკანოს აკადემიაშია - ზუკა ბარბაქაძეს ბარსელონას სკაუტები აკვირდებიან
Crystalsport-ის ექსკლუზიური ინფორმაფიით, 17 წლის ქართველი მეკარე ზუკა ბარბაქაძე ამჟამად ესპანეთში იმყოფება, სადაც რაიო ვალეკანოს ასაკობრივ გუნდთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი გაიარა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მას ბარსელონას სკაუტები აკვირდებიან და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ზუკამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარე პირველად 2024 წელს გოტია ქაფზე შეამჩნიეს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ის 17 წლის გახლავთ. როდესაც ბარბაქაძე 18 წლის გახდება, კიდევ ერთხელ ჩავა ესპანეთში და რაიო ვალეკანოსთან ერთად ივარჯიშებს.
იქამდე კი, როგორც ფეხბურთელის მამამ გვამცნო, ზუკა საქართველოში დაბრუნდება და დროებით Crystalbet ეროვნულ ლიგაში ან Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს.