ლევან ყენია
Aa
Aa

ლოკოს (U19) გამარჯვება მელაშვილის დუბლით | ყენია გუნდს ჩემპიონობისთვის ამზადებს

თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის ავსტრიაში ემზადება, ევროპული კლუბების აკადემიებთან ამხანაგურ მატჩებს მართავს. ლევან ყენიას გაწვრთნილმა გუნდმა უნგრულ „ზალაეგერსეგს’’ დავით მელაშვილის დუბლით 2:0 მოუგო.

 

მიმდინარე შეკრების ფარგლებში ლოკომ პირველი მატჩი სლოვენიურ ნაფტა ლენდავასთან გამართა და ერთიბურთიანი სხვაობით, 3:2 დამარცხდა. ლოკოს მხრიდან გოლები მელაშვილმა და ფეიქრიშვილმა გაიტანეს.

 

მიმდინარე ავსტრიულ შეკრებაზე ლოკო კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ვენის რაპიდთან (18 აგვისტო), გრაცის შტურმთან (20 აგვისტო) და რედ ბულ ზალცბურგთან (22 აგვისტო).

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ ლოკო 31 ქულით პირველზეა, დინამო თბილისის აკადემია 27 ქულით მეორეა, იბერიას აქტივში 26 ქულაა. ლოკოს ხელმძღვანელებისთვის აკადემიის ეს ასაკობრივი ჯგუფი განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ჩემპიონატის გამარჯვებული UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს.

ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურელებთან ერთად იმყოფება: საბა ასანიძე, ალექსანდრე სადუნიშვილი, ზურაბ საცერაძე, ლუკა ჩაბრაძე, ალექსანდრე გეგაძე, გიორგი ნონეშვილი, საბა ხაჩიძე, ამირან მესხიშვილი, დემეტრე სვანიძე, ანდრია ვიბლიანი, ანდრია ქობულიძე, რეზი ვარდია, ნიკოლოზ ბერულავა, დავით მანწკავა, დათო მელაშვილი, ნიკოლოზ ქემოკლიძე, გურამი ავსაჯანიშვილი, გიგა კანჭაშვილი, რეზი კირვალიძე, ნოდარ დიხამინჯია, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი, ლუკა სხირტლაძე, ალექსანდრე ფელანგია, ერეკლე ძერყორაშვილი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შოკიდან ვერ გამოვედით | ქეცბაია რუსთავთან 0:3 მარცხის შემდეგ
შოკიდან ვერ გამოვედით | ქეცბაია რუსთავთან 0:3 მარცხის შემდეგ