სუარესის სტილში - ლაციოს მცველმა ლეჩეს ფეხბურთელს უკბინა
Aa
Aa

სუარესის სტილში - ლაციოს მცველმა ლეჩეს ფეხბურთელს უკბინა

სერია ა-ს 31-ე ტურში „ლაციო“ „ლეჩესთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა და საჩემპიონო ამბიციებზე უარი საბოლოოდ თქვა. ხსენებულ შეხვედრაში „ლაციალეს“ წაგებაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა.

რომაელთა ესპანელთა მცველმა პატრიკმა „ლეჩეს“ ფეხბურთელს ჯულიო დონატის ერთ-ერთი ეპიზოდისას უკბინა, რის შემდეგაც იგი მოედნიდან გააძევეს, თუმცა მას დამატებით 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეპიზოდი მთავარ არბიტრს გამორჩა და მას დახმარება ვიდეო რეფერიმ გაუწია.

ამრიგად, 26 წლის პატრიკს „სასუოლოსთან“, „უდინეზესთან“, „იუვენტუსთან“ და „კალიარისთან“ გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი საქციელისთვის ლუის სუარესს ფეხბურთის თამაში თვეებით აუკრძალეს და კარგა ხანს ვარჯიშის უფლებასაც არ აძლევდნენ, თუმცა ურუგვაელისთვის ის უკვე რიგით მე-3 კბენა იყო, პატრიკისთვის კი ჯერჯერობით პირველია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები