PHR - ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრა
Aa
Aa
1 ივლისი 2020  |  14:15

PHR - ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრა

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლე­ბს ინფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც,  ბა­სი­ლაშ­ვი­ლმა შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრა

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი)  ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.

PHR-ი აგრძელებს ნელი დოროყაშვილისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესების დაცვას.“

შეგახსენებთ,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა.

24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები