რედნაპი: “ეს კარუსელს ჰგავს, ტოტენჰემში სისულელეებს აკეთებენ“
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემმა ლივერპულს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ბოლო პერიოდში დეზები ხშირად იცვლიან მწვრთნელებს და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჰარი რედნაპმა გააკეთა, რომელიც ინგლისურ კლუბს 2008/2012 წლებში წვრთნიდა.
რედნაპი:
„ტოტენჰემში მწვრთნელები ერთმანეთს ენაცვლებიან. საბოლოო ჯამში, გუნდის დაკომპლექტება საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა. გუნდში კარგი ფეხბურთელები არ თამაშობენ და ყველაფერს მწვრთნელებს აბრალებენ.
რამდენჯერ უნდა შეცვალონ ისინი? ეს უბრალოდ კარუსელს ჰგავს. მოდიან, მოკლე პერიოდი აქვთ და შემდეგ ისევ მიდიან. პოსტეკოგლუს გათავისუფლება სრული სისულელე იყო. შედეგს ახლა იმკიან.“
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტოტენჰემმა მრავალ წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიგო. დეზებმა ევროპის ლიგაზე გაიმარჯვებს და მთავარი მწვრთნელ ენჯ პოსტეკოგლუ დაკავებული თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში 22 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. 6 მოგება, 4 ფრე და 7 წაგება - ასეთია დეზების შედეგი.