ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა, ხოაკინ ბაკლი
Aa
Aa

„დივიზიონში ნამდვილი კოშმარი იწყება“ - ბაკლი დელა მადალენამ აატირა

ამჟამად UFC-ში ყველაზე კონკურენტული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული უდავოდ ქვესაშუალო წონითი დივიზიონია, სადაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონი ისლამ მახაჩევი გახდა, რომელმაც ჯეკ დელა მადალენას ხუთ რაუნდში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხების შემდეგ, ორი წონის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. კონკურენტული ეს დივიზიონი არის იმიტომ, რომ შავკატ რახმონოვი და მაიკლ მორალესი ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიდიან და დაღესტნელთან დაპირისპირება როგორც ერთს, ასევე მეორეს სურს, თუმცა ამავე დივიზიონის მებრძოლი ხოაკინ ბაკლი მიიჩნევს, რომ ისლამთან ბრძოლის ჩანიშვნა ადვილი არავისთვის იქნება და საამისო არგუმენტებსაც ასახელებს.

ხოაკინ ბაკლი

არ დაგიმალავთ და გეტყვით - როდესაც ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა, ვიტირე. რატომ? იმიტომ, რომ დაღესტნელის გამარჯვებით ამ დივიზიონში ნამდვილი კოშმარი დაიწყო. მადალენა კარგი ბიჭია, რომელიც UFC-ის ხელმძღვანელებს არც ერთ მებრძოლთან დაპირისპირებაზე უარს არ ეუბნებოდა. რაც შეეხება ისლამს, მას გამუდმებით საკუთარი სტრატეგია აქვს, რომელსაც არასოდეს გადაუხვევს და შესაძლოა, ამიტომაც არ მარცხდება უკვე ათ წელიწადზე მეტია. ის მეტოქეებს დიდი სიფრთხილით არჩევს და წაუგებელ სერია ყოველთვის უფრთხილდება.

ცნობისათვის, ხოაკინ ბაკლი ოქტაგონში ბოლოს 14 ივნისს შევიდა და კამარუ უსმანთან, რომელთან შეხვედრაც მახაჩევს ძალიან უნდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამ ბრძოლამდე ბაკლის 6-ბრძოლიანი წაუგებელი სერია ჰქონდა - 31 წლის ამერიკელმა ანდრე ფიალიოს, ალექს მორონოს, ვისენტე ლუკეს, ნურსულთონ რუზიბოევს, სტეფენ ტომპსონსა და კოლბი კოვინგტონს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შავკატს ისლამის გამოწვევის უფლება არ ჰქონდა“ - უსმან ნურმაგომედოვის განცხადება
„შავკატს ისლამის გამოწვევის უფლება არ ჰქონდა“ - უსმან ნურმაგომედოვის განცხადება