მბაპემ რონალდუს რეკორდი გაიმეორა - რეალმა სევილიას მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა სევილიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გამარჯვების მიუხედავად, სამეფო კლუბს საკმაოდ გაუჭირდა.
მატჩი საკმაოდ მხიარულად წარიმართა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და რომ არა ტიბო კურტუას რამდენიმე გმირობა, სევილია ბერნაბეუდან ქულას წამოიღებდა.
ანგარიში 38-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, მომენტებს კვლავ ორივე გუნდი ქმნიდა.
86-ე წუთზე ანდალუსიელთა კარში პენალტი დაინიშნა, ბურთთან კილიან მბაპე მივიდა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
ეს გოლი ფრანგი სუპერვარსკვლავისთვის ისტორიული აღმოჩნდა. კილიანმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა. ორივე ფეხბურთელს 1 კალენდარულ წელიწადში რეალის მაისურით 59 გოლი აქვთ გატანილი.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ რეალმა ბარსელონასთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, თუმცა ბლაუგრანას ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მიმდინარე ტურში, ჰანსი ფლიკის შეგირდები გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს დაუპირისპირდებიან.