„არ მომწონს მისი განცხადებები, მაგრამ მხარს ვუჭერ“ - ფლიკი იამალსა და ოქროს ბურთზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ლამინ იამალის განცხადებებზე გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ ის 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მიღებას იმსახურებს.
„რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ლამინზე, მაგრამ არა მბაპეზე. ის გულწრფელია, აქვს ღირსების გრძნობა და ამ სეზონის დასაწყისში აჩვენა, თუ რაოდენ გამორჩეული მოთამაშეა.
ეს მის სტილშია. მე არ მომწონს მისი განცხადებები, მაგრამ მან წარმატებას მიაღწია, საკუთარ თავში დარწმუნებულია და „ოქროს ბურთის“ მოგება სურს. მოთამაშისთვის ეს ნორმალურია და ეს მნიშვნელოვანი ჯილდოა. და ის გულწრფელია, რადგან ასე ფიქრობს და ჩვენ ამას ვიღებთ. რა თქმა უნდა, მე მას მხარს ვუჭერ.
ის ახალგაზრდაა, საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული და გულწრფელია, და მე ეს მასში მომწონს. ის მოედანზე თავდაჯერებულობას ავლენს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველას გვინდა, რომ ისე ითამაშოს, როგორც ახლა თამაშობს, გვინდა ვხედავდეთ, როგორ გადის ერთ-ერთზე ან თამაშობს ორი-სამი მცველის წინააღმდეგ. სტადიონზე ყველა ამბობს: „ვაუ!“ ასეთია ლამინი და მე მას მხარს დავუჭერ, რადგან გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა უბრალოდ გასაოცარია. სულ ეს არის.
თუ ის ამბობს, რომ ამას იმსახურებს, მაშინ, რა თქმა უნდა, იმსახურებს. მან ჩვენთან ერთად ორი ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო - რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს, რატომაც არა? ის გამორჩეული მოთამაშეა, და რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სიაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებიდან ბევრია და გამარჯვება ადვილი არ არის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, და მოხარული ვიქნები, როცა ეს დასრულდება“,
- თქვა ფლიკმა.