„მედია ცირკში არ ვმონაწილეობ“ - როდრი ოქროს ბურთსა და რეალის ბოიკოტზე
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა როდრიმ დაადასტურა, რომ ჟოზე მოურინიოს „რეალში“ მისი ხილვა სურდა.
- მოურინიომ საჯაროდ განაცხადა, რომ გესაუბრათ. რა გითხრათ მან?
„არ ვარ დარწმუნებული, რომ პირადი საუბრის დეტალების გამჟღავნება მიზანშეწონილი იქნება, მაგრამ მან მკაფიოდ მაგრძნობინა, რომ ჩემი გუნდში ხილვა სურდა და მესაუბრა იმაზე, თუ რით შემეძლო ვყოფილიყავი სასარგებლო. ეს შესანიშნავი საუბარი იყო. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, კვლავ დავურეკე მას, რათა გამოჩენილი ინტერესისა და ჩემდამი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადამეხადა.
მე მას ფანტასტიკურ მწვრთნელად მივიჩნევ, მან ეს უკვე დაამტკიცა თავისი წარმატებებით ყველგან, სადაც კი ყოფილა, და „რეალი“ ლიგაში სერიოზული მეტოქე იქნება”.
- ამბობდნენ, რომ ტრანსფერი არ შემდგა „ოქროს ბურთის“ ცერემონიის ბოიკოტის გამო, როცა ის თქვენ მოიგეთ, და რომელიც მათ ვინისიუსის გამო მოაწყვეს.
„მაშინ უკვე ვთქვი, რომ ამას ჩემზე არ უმოქმედია, რადგან ეს ჩემი დღე იყო. არ ვფიქრობ, რომ აზრი აქვს იმაზე საუბარს, ვინც იქ არ იყო და ვინც არ ყოფილა ამ ცერემონიისა და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ამ მშვენიერი მომენტის ნაწილი.
ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ვცდილობ მსგავსი რამეებისგან, მედია ცირკისგან დისტანცირებას. მე ფეხბურთზე ვარ ფოკუსირებული. ამ გაგებით ნამდვილი ინგლისელი ვარ, არა? პრემიერ ლიგა - ეს ფეხბურთია და მეტი არაფერი”.
- თქვა როდრიმ Mundo Deportivo-სთან საუბრისას.