ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

კობიაშვილი: „კლუბების გასაკეთებელს ფედერაცია ვერ გააკეთებს“

2026 წელს ბოლოჯერ მოხდება, რომ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოთხი წარმომადგენელი იასპარეზებს, მომდევნო წლიდან კი მათი რაოდენობა სამამდე შემცირდება, რაც ჩვენი ქვეყნის გუნდების ბოლოდროინდელმა უსუსურმა თამაშმა გამოიწვია. ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემები საკმაოდ ღრმა და კომპლექსურია, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი მოსაზრება არსებობს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ და ყურადღება რამდენიმე დეტალზე გაამახვილა.

ლევან კობიაშვილი

თავიდანვე მსურს ერთი რაღაცის თქმა - ჩვენ არავის ვემიჯნებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კლუბები სხვადასხვა მხარეს არ არიან. უბრალოდ ერთ ფაქტს ვერსად ვერ გავექცევით - ფედერაცია კლუბების გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და ანალოგიურად კლუბები ვერ გააკეთებენ ფედერაციის გასაკეთებელს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პასუხისმგებელია Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის საორგანიზაციო საკითხებზე, გაშუქებაზე, ინფრასტრუქტურაზე, მსაჯებზე და დელეგატებზე, მაგრამ კლუბების სათამაშო ხარისხს მოედანზე ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ. ინფრასტრუქტურაში პრობლემა არ არის - ევროტურნირების ჯგუფში ხვდებიან ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც უეფას IV კატეგორიის ერთი სტადიონიც არ არის, ჩვენ კი ოთხი გვაქვს.

ჩვენი მეზობელი ქვეყნის სომხეთის წარმომადგენელი „ნოა“ ზედიზედ მეორე წელია ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს და რამდენიმე კვირის წინ თამაში ჰქონდათ საკუთარ მოედანზე ვარშავის „ლეგიასთან“. შეხვედრაში სომეხი ფეხბურთელი მხოლოდ 81-ე წუთზე გამოჩნდა და ისიც „ლეგიას“ შემადგენლობაში. აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატების მისაღწევად ძლიერი ლეგიონერების ყოლა აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული „იბერია“ გახდა, დავით ყიფიანის სახელობის თასი კი, გორის „დილამ“ მოიგო. მათ გარდა, მომავალ ზაფხულს ევროტურნირებზე ჩვენი ქვეყნის სახელით ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განვლილი წლის შეჯამება, ევრო 2024, მომავალი ერთა ლიგა... - ლევან კობიაშვილის ინტერვიუ UEFA-სთან
განვლილი წლის შეჯამება, ევრო 2024, მომავალი ერთა ლიგა... - ლევან კობიაშვილის ინტერვიუ UEFA-სთან