დენა უაითი
Aa
Aa

კოლოსალური ზრდა - დენა უაითმა UFC-ის საბაზრო ღირებულება დაასახელა

მას შემდეგ, რაც ხუთი წლის წინ დენა უაითმა UFC 10 მილიარდ დოლარად შეაფასა, მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ღირებულება ორჯერ მეტად გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა (სუპერმსუბუქ წონაში) კაილა ჰარისონმა ტრამპისა და უაითის საუბრის დეტალებზე ილაპარაკა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

„ორივე თავის მილიარდებზე საუბრობდა. ტრამპმა ჰკითხა დენას: 'რამდენი ღირს ახლა UFC?' მან კი უპასუხა: 'შეფასებებით, დაახლოებით 23 მილიარდი დოლარი“.

ორგანიზაციამ მფლობელი ბოლოს 2016 წელს შეიცვალა, როდესაც ძმები ფერტიტების კომპანია Zuffa LLC ინვესტორთა ჯგუფს, WME-IMG-ს, ოთხ მილიარდ დოლარად მიჰყიდა.

2014 წელს გამოცემა Forbes-ი UFC-ის ღირებულებას მილიარდნახევარ დოლარზე ოდნავ მეტად აფასებდა. ლიგის ღირებულების შემდგომი მკვეთრი ზრდა დიდწილად განპირობებული იყო კონორ მაკგრეგორის წარმატებებით, რომელმაც MMA-ის პოპულარობა ახალ საფეხურზე აიყვანა და გახდა პირველი მებრძოლი შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში, რომლის ოფიციალურმა გარანტირებულმა ჰონორარმა ერთი მილიონი დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები