მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

„მეტ სერამ მითხრა, რომ ჩემპიონი გახდებოდა“ | დენა უაითი მერაბზე

UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი დეილ ბრისბის პოდკასტის სტუმარი იყო და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უაითს ჰკითხეს, ვინ არის მებრძოლი, ვისი იმედიც ყოველთვის აქვს, და დენამ ალექს პერეირა გამოარჩია, შემდეგ კი „მანქანა“ ახსენა.

„ალექს პერეირა არის მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ყველასთან ჩხუბისთვის მზად არის. ერთხელ ავსტრალიაში დასასვენებლად იყო წასული, ერთ-ერთი ორთაბრძოლა ჩაიშალა და მას დავუკავშირდით. ავსტრალია დატოვა, ჩამოვიდა და იჩხუბა.

გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ასეთი დამოკიდებულება და სტილი გაქვს. მერაბის მაგალითი აიღეთ — 2025 წელს ოთხი საჩემპიონო ორთაბრძოლა გამართა. 

ის ძალიან მაგარი ბიჭია. ნიუ-ჯერსიში ვიყავით, სადაც მერაბმა იჩხუბა და ნოკაუტით გაიმარჯვა. მისი გამარჯვების შემდეგ მეტ სერა მოვიდა და მითხრა: „მერაბი განსაკუთრებული მებრძოლია და ის UFC-ის ჩემპიონი გახდება.“ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც სერამ თქვა.“

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი, შონ ომალი და კორი სენდჰეგენი დაამარცხა, ხოლო პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. რაც შეეხება სერას, ის UFC-ის ყოფილი ჩემპიონია და ამჟამად, „მანქანასთან“ ერთად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორი მენტალიტეტი, ლამაზი ფეხბურთი და ბოლომდე ბრძოლა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„სწორი მენტალიტეტი, ლამაზი ფეხბურთი და ბოლომდე ბრძოლა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია