შონ სტრიკლენდი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„შეუმდგარი, უიღბლო მებრძოლია“ - სტრიკლენდმა ასპინალი დაახასიათა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო ჩაიშალა. ფრანგმა მებრძოლმა ინგლისელს თვალში თითი მოარტყა, რის გამოც წონის დროებით ჩემპიონს მხედველობის პრობლემები შეექმნა და არბიტრების გადაწყვეტილებით ბრძოლა ბათილად გამოცხადდა. ასპინალთან დაკავშირებით აზრი საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლს, შონ სტრიკლენდს ჰკითხეს და მისგან ტრადიციულად საკმაოდ ხისტი პასუხი მიიღეს.

შონ სტრიკლენდი

ტომ ასპინალი შეუმდგარი, უიღბლო სპორტსმენია. ვთვლი თუ არა მას კარგ მებრძოლად? არა და ვერც მის თვალის დაზიანებას ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სირილ განთან მარცხის შიშით ბრძოლას განზრახ გამოეთიშა. სამწუხაროა, რომ არ გინახავთ ჩემი დაზიანებული თვალი აბუს მაგომედოვისგან მოხვედრის შემდეგ - მაშინ ნამდვილ ზომბს ვგავდი ფილმიდან „28 დღის შემდეგ“.

შეგახსენებთ, რომ ტომ ასპინალს მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მიენიჭა, როდესაც ჯონ ჯონსმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, იქამდე კი ის დროებითი ჩემპიონის სტატუსით სარგებლობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი
„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი