ნოკაუტი მე-6 რაუნდში - ენტონი ჯოშუამ ჯეიკ პოლი დაამარცხა
კრივში მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ენტონი ჯოშუამ, ბლოგერ ჯეიკ პოლს მე-6 რაუნდში ნოკაუტის შემდეგ რინგზე მეორე პროფესიონალური მარცხი გაუფორმა.
ოთხი რაუნდის განმავლობაში ჯოშუა პრესინგს მიმართავდა, ჰაერში ჯებებს ისროდა და მარჯვენა დარტყმების იმიტაციას აკეთებდა. თავად პოლი, რომელიც მეორე ნომრად მუშაობითა და უკონტაქტო კივით დაიღალა და ბრიტანელს შესაბამისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ჯოშუამ ის ნოკდაუნში 3-ჯერ გაუშვა.
მეხუთე რაუნდში ჯოშუამ ტანში ძლიერი დარტყმების განხორციელება დაიწყო, რის შემდეგაც რეფერიმ ამერიკელს ნოკდაუნი ორჯერ დაუთვალა. მეექვსე რაუნდის დასაწყისში, კიდევ ერთი ნოკდაუნის შემდეგ, ჯოშუამ მთელი ბრძოლის განმავლობაში, პოლს ფაქტობრივად, ერთადერთი მარჯვენა დარტყმა მიაყენა თავში. ამას პოლი უგონოდ არ დაუგდია, თუმცა ბრძოლას ეფექტური წერტილი დაუსვა.
აქვე გეტყვით, რომ 28 წლის ჯეიკ პოლმა პროფესიული კრივი 2020 წელს დაიწყო. 2024 წლის ნოემბერში ის მაიკ ტაისონს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. რაც შეეხება 36 წლის ენტონი ჯოშუას, მისთვის ეს 14 თვის შემდეგ პირველი ბრძოლა იყო. ბოლოს იგი დანიელ დუბუასთან ნოკაუტით დამარცხდა.
ასევე, მაიამიში გამართული ღონისძიების ნაწილი გახდა UFC-ის ორი ყოფილი ჩემპიონის, ანდერსონ სილვასა და ტაირონ ვუდლის დაპირისპირება, რომელშიც ბრაზილიელმა მეორე რაუნდში ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.