ფიური: „ჯოშუას უაილდერის შეეშინდა და მასთან ბრძოლაზე უარი ორჯერ თქვა
Aa
Aa

ფიური: „ჯოშუას უაილდერის შეეშინდა და მასთან ბრძოლაზე უარი ორჯერ თქვა"

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ რინგზე გასვლის შეეშინდა. „ბოშათა მეფის“ თქმით, ჯოშუას 2 ბრძოლის სანაცვლოდ 64 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

„როცა კარიერაში პაუზა მქონდა აღებული, დეონტეი უაილდერმა ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა ორჯერ სცადა და ყველამ ვიცით, რომ მათი საგა დიდხანს გაგრძელდა.

ჯოშუას 2 ბრძოლის სანაცვლოდ 64 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს და ეს იმ სანდო ხალხისგან ვიცი, ვინც კონტრაქტის დეტალები საკუთარი თვალით იხილა. ჩემი აზრით, ამაზე დიდი ჰონორარის მიღება ურთულესია, თუმცა ჯოშუამ მაინც უარი თქვა, რადგან შეეშინდა, რომ უაილდერი დაანოკაუტებდა.

100 000 000 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ უაილდერი ჯოშუას დაამარცხებს. დეონტეი უაითის, ჯარელ მილერისა და სხვების წინააღმდეგაც მარტივად გაიმარჯვებს. ერთი შეხება უაილდერისგან და ისინი რინგიდან გაქრებიან. ძალიან მინდა უაითი და ჯოშუა დეონტეის წინააღმდეგ ვიხილო. მათ არ იციან დაცვა რა არის და უაილდერის ერთი შეხების შემდეგ, ბრძოლას გამოეთიშებიან.

დეონტეი მათთან იმავეს გააკეთებს, რაც ბრაზილის წინააღმდეგ გააკეთა. უაილდერი მათ პირველივე რაუნდში დაანოკაუტებს“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიური კარიერაში არცერთხელ დამარცხებულა და მის ანგარიშზე 30 მოგება და 1 ფრეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები