"მეფე ბრუნდება" - ლევან მაყაშვილი ბრძოლას 8 აგვისტოს გამართავს
ლევან მაყაშვილი ოქტაგონს უბრუნდება. ქართველი მებრძოლი ბრძოლას 8 აგვისტოს ვარშავაში გამართავს.
მაყაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენი მებრძოლი აბდულ-რაჰმან ტემიროვი იქნება.
ტემიროვს 17 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 12 მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა.
ინფორმაციას ლევან მაყაშვილი საკუთარი სოციალური ქსელით ავრცელებს.
„8 აგვისტოს ვბრძოლობ და მზად ვარ შევჭამო ყველა ვინც წინ შემხვდება,მხოლოდ წინ მოგება ჩვენია.King is back” - წერს მაყაშვილი