Aa
Aa

ტროიცკი და მისი მეუღლე Covid-19-ით დაინფიცირდნენ

კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩოგბურთელთა რიცხვს ვიქტორ ტროიცკიც შეემატა. სერბს სპეციალური ტესტი გუშინ საღამოს ჩაუტარდა და მან დადებითი შედეგი აჩვენა.

დაინფიცირებულია ტროიცკის მეუღლეც, ხოლო მის მცირეწლოვან გოგონას, საბედნიეროდ, ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ტროიცკიმ 10 დღის წინ ბელგრადში გამართულ Adria Tour-ში მიიღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი „აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზე“ ითამაშა. საერთო ჯამში, 6 შეხვედრა გამართა და ნოვაკ ჯოკოვიჩს, ალექსანდრ ზვერევს, ფილიპ კრაინოვიჩს, ბორის ბუტულიას, რიკარდას ბერანკისსა და ლუკა პავლოვიჩს დაუპირისპირდა.

ყველა ჩოგბურთელისა და ადამიანის, ვისთანაც 34 წლის ჩოგბურთელს ამ ტურნირებზე შემხებლობა ჰქონდა, Covid-19-ზე შემოწმება იგეგმება. თუმცა, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითია და მაგალითად ჯოკოვიჩმა მის გაკეთებაზე უარი განაცხადა. თანაც, იმ ფონზე, რომ გრიგორ დიმიტროვთანაც და ტროიცკისთანაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ხორვატი ბორნა ჩორიჩია. ტესტი ჩაუტარდა მარინ ჩილიჩსაც, თუმცა მისმა შემოწმებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები