მოკრივემ, რომელმაც მეივეზერის რეკორდი დაამხო, კარიერა დაასრულა
Aa
Aa

მოკრივემ, რომელმაც მეივეზერის რეკორდი დაამხო, კარიერა დაასრულა

ტაილანდელი მოკრივის, ვანჰენ მენაიოთინის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, არადა იგი მნიშვნელოვანი რეკორდის ავტორია. მინიმალურ წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა ფლოიდ მეივეზერის მიღწევა გააუმჯობესა და კარიერა 54 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა.

ტაილანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა 51-ე ბრძოლა 2018 წლის აგვისტოში მოიგო. კარიერის დასრულების შესახებ კი გუშინ განაცხადა.

„გადავწყვიტე, რომ დროა რინგზე გასვლა შევწყვიტო. საკუთარ სხეულს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს და დროა კრივიდან წავიდე. ფული ყველას სჭირდება, მაგრამ მირჩევნია ჩემი სხეული განიკურნოს.

ვულოცავ ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. დიდი მადლობა ძალისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში მაძლევდით“.

ტაილანდელი მოკრივე სიმაღლეში 158 სანტიმეტრია და 47 კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონის. კრივის ექსპერტები მის კარიერას ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მას ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია, თუმცა ეს მისი ბრალი ნაკლებადაა. კრივის მინიმალურ წონით დივიზიონში მაღალი დონის ბევრი მოკრივე ნამდვილად არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები